მანდაეთის საჯარო სკოლაში ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
11-11-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა. სკოლაში ტრადიციად ქცეული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლექსებითა და მხატვრული ნომრებით წარდგნენ და დღესასწაული განსაკუთრებულად გაალამაზეს.

მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვიეს. 

დღე დასრულდა ამაღლებული განწყობითა და მხურვალე აპლოდისმენტებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203