
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე წარმატებით ამაყობენ.
სკოლის მოსწავლე ანიტა აბგარიანი „რანინას“ VIII სეზონის გამარჯვებული და საქართველოს წარმომადგენელია საბავშვო ევროვიზია 2025-ზე.
კონკურსიდან გამარჯვებით დაბრუნებულ მოსწავლეს სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს და გამარჯვება დიდი სიყვარულით მიულოცეს.
„ჩვენი დიდი სიხარული, საამაყო გოგო ანიტა აბგარიანი დღეს სკოლაში დაბრუნდა!
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში პატარა ვარსკვლავს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს!
გილოცავთ, ანიტა, გამარჯებას და დიდ წარმატებას გისურვებთ მომავალში!
გვჯერა, ევროვიზიის კონკურსზე შენ საქართველოს კიდევ ერთხელ ასახელებ!
გილოცავთ, ანიტა!
ვულოცავთ ჩვენს სკოლას!
ვულოცავთ ჩვენს ქალაქს!
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ანიტა აბგარიანი!
წარმატებები, ჩვენო საამაყო გოგო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ახლა უკვე გამარჯვებას საბავშვო ევროვიზიაზე უსურვებენ.
იხილეთ ვიდეომასალა: