
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის პირველკლასელთა მოგზაურობა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში დაიწყო.
I კლასის მოსწავლეებს პირველი საანბანო გაკვეთილი ჩაუტარდათ. „ანბანეთში“ პატარებს მასწავლებელი ანა შონია შეუძღვა და პატარებს მრავალფეროვანი - სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო თუ საზეიმო აქტივობები შესთავაზა.
„ბავშვებმა დაიწყეს მოგზაურობა ანბანეთის საოცარ ქვეყანაში, სადაც ასოები ცოცხლდებიან, ლაპარაკობენ და მეგობრობენ. გაიცნეს ორი საოცარი ასო - „ი“ და „ა“, რომლებმაც გვასწავლეს, რომ ერთად ყოფნა ყველაზე ლამაზი და აუცილებელია.
მათგან გაჩნდა „ია“ - ნაზი ყვავილი, რომელიც ყველას სიხარულს უნაწილებს. დღეს ბავშვებმა არა მხოლოდ ახალი ასოები შეისწავლეს, არამედ გაიგეს, რომ სიყვარული და მეგობრობა არის სიტყვისა და გულის მთავარი აზრი“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: