
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს.
პატარებს „ანბანეთში“ პედაგოგი ნინო ქააძე შეუძღვა და მოსწავლეებს შთამბეჭდავი პირველი საანბანო გაკვეთილი შესთავაზა.
მასწავლებელმა პირველკლასელები არაერთ საინტერესო, სასწავლო-შემეცნებით, საზეიმო თუ სახალისო აქტივობაში ჩართო, რაც ბავშვების მოტივაციაზე აისახა. მოსწავლეები პირველ ასობგერებს ხალისითა და დიდი ინტერესით გაეცნენ, წინასაანბანი პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგი სიამაყით აავსეს.
მასწავლებელმა მოსწავლეებს საანბანი პერიოდის დაყება მიულოცა და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
იხილეთ ფოტოები: