„ვსწავლობთ ხალისით“- ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილები და საშემოდგომო გამოფენა
11-11-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებითა და აქტივობებით უმდიდრებენ

აღსანიშნავია, პედაგოგ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილები და საშემოდგომო გამოფენა.

I- III- IV კლასის მოსწავლეებს ქართული ენის, ხელოვნებისა და მე და საზოგადოების ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილები ჩაუტარდათ, რომლებიც საშემოდგომო გამოფენით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე წყვილებში - მათთვის სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

„წყვილებში მუშაობა - სხვადასხვა კლასებს შორის, მოსწავლეებს ასწავლის თანამშრომლობას, საერთო მიზნის დასახვასა და მიღწევას მცირე მასშტაბით, უზრუნველყოფს ინკლუზიურ სწავლებას და ხელს უწყობს თანასწორობას.

გამოფენის მოწყობა კი - ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას და კომუნიკაციის უნარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი - ხარისხიანი განათლება და მეჩვიდმეტე მიზანი - პარტნიორობა მიზნების მისაღწევად ხორცშესხმულია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203