გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ღვინის კულტურასა და რთველის ტრადიციას პრაქტიკული აქტივობით გაეცნენ
11-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე სახალისო აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია ქართული ენის პედაგოგ თაგუჰი ეროიანის საინტერესო გაკვეთილი, რომელიც რთველის ტრადიციასა და ქართული ღვინის კულტურას მიეძღვნა. 

მოსწავლეები სასწავლო თემის - „ღვინის სამშობლო“ შესწავლის შემდეგ, ბადაგის მომზადების პროცესს გაეცნენ და ჩურჩხელები ამოავლეს. 

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქართული ტრადიციების გაცნობა და თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირება.

მსგავსი გამოცდილება კი მოსწავლეებს ეხმარება დააფასონ საკუთარი ქვეყნის ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა და დააფასონ შრომა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203