
დღეს, 10 ნოემბერს მსოფლიოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობით გამოეხმაურნენ.
სკოლაში გაიმართა პრეზენტაცია. მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქართველ მეცნიერებზე, მათ მიღწევებზე კვლევებსა და მიგნებებზე ისაუბრეს, რა თქმა უნდა, გაიხსენეს მსოფლიოში ცნობილი გამომგონებლები, მოგზაურები, მკვლევარები.
პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და უკეთ გაიაზრეს მეცნიერების როლი და აქტუალობა ადამიანების ცხოვრებაში.
მეცნიერების საერთაშორისო დღედ 2001 წელს UNESCO-ს ეგიდით დაწესდა. ამ თარიღის დათქმა მიზნად ისახავს საზოგადოებაში მეცნიერების როლის გაძლიერებას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი მნიშვნელობის ხაზგასმას და ინოვაციური სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
იხილეთ ფოტოები: