
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია.
სკოლის მე-5 კლასელებს (დამრიგებელი ხათუნა ბარამიძე) არასოდეს დაავიწყდებათ 6 ნოემბერს ექადიის ტყე-პარკში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი-აქტივობა „ფერადი ფოთლების ხმა“.
ტყე-პარკის საოცარ სილამაზესა და სიმშვიდეში მოსწავლეებმა შექმნეს აპლიკაციები, გააკეთეს ჩანახატები, წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე.
შემდეგ ეწვივნენ ქალაქ ოზურგეთის კვების ობიექტს -„სხვა კაფე“ (მეპატრონე ლიკა ჩავლეშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოსწავლეებს ჩაუტარდათ აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასი, მოსწავლეები თავად ჩაერთვნენ ხაჭაპურების ცხობის პროცესში და დააგემოვნეს მათ მიერ გამომცხვარი ხაჭაპური.
„ეს იყო არაფორმალური განათლების ერთი ლამაზი დღე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო გასვლით ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: