პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
10-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობა კი წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც ბავშვების ინტერესებსა და მოტივაციაზე აისახება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას და წარმატებითაც იასპარეზეს. 

მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს და შესაბამისი სიგელებიც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203