სკოლების გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით აღჭურვისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყო
02-07-2018
„11 მილიონი ლარი გამოიყო იმისთვის, რომ სკოლების გარე პერიმეტრები ვიდეოთვალებით სრულად აღიჭურვოს,“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
„სკოლის გარე პერიმეტრის ვიდეოთვალით აღჭურვა საკმაოდ პრიორიტეტულია. 11 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ 2018-2019 სასწავლო წლების განმავლობაში სრულად დაიფაროს სკოლების გარე პერიმეტრი ვიდეოთვალებით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ლია გიგაურის თქმით, სამინისტრომ შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც სკოლაში ბულინგის შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს.
„ეს ეხება როგორც სავალდებულო პროგრამებს სკოლაში და ფორმალურ განათლებაში, ასევე სერვისებს, რომლებსაც მოსწავლეებს უსაფრთხოების დასაცავად და შემდგომი რეაბილიტაციისთვის შევთავაზებთ. იქნება ისეთი აქტივობები, რომელიც თავისუფალი დროის სრულ მენეჯმენტს განახორციელებს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა თავისუფალი დრო ეფექტიანად გამოიყენონ. პროგრამები, რომლებიც იანვრიდან ხორციელდება, გაგრძელდება. ეს არის ის სტრატეგია, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ბულინგის შემთხვევებს სკოლაში. მთლიანად აღმოფხვრას რაც შეეხება, არ არსებობს მოსწავლეებისა და მოზარდების ისეთი თავშეყრის ადგილი, სადაც შეიძლება ეს საერთოდ არ არსებობდეს. ჩვენი მიზანია, რომ შევამციროთ მაქსიმალურად და ასეთი შემთხვევები ნულამდე იყოს დაყვანილი“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს