
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საზოგადოებრივ და სოციალურ აქტივობაში. მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობს კი მათ პასუხისმგებლიან პიროვნებებად აყალიბებს.
9 ნოემბერს, იხტილის საჯარო სკოლის მე-11 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად, მოხალისეობრივი აქტივობა განახორციელეს.
მათ წმინდა ადგილები დაათვალიერეს და ეს ადგილები დაასუფთავეს. აქტივობის ინიციატორი მე-11 კლასის მოსწავლე ხორენ დემურჩიანი იყო.
იხილეთ ფოტოები: