
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიება მიეძღვნა.
დაწყებითი კლასების დამრიგებლების - ზეინაბ თუთბერიძის,ვეფხია სარალიძის,მეგი გიორგაძის ,მარგალიტა ციცქიშვილის და მაკა ამბროლაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა სკოლაში ზღაპრული საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს.
სასკოლო სივრცე ოქროსფრად, საშემოდგომო ნუგბარითა და თემატური დეკორაციებით მოირთო. საზეიმოდ გამოეწყვნენ მოსწავლეებიც და დღე შემოქმედებითად, დიდი ჟრიამულით გაატარეს.
ბავშვებმა სიმღერითა და ლექსებით ხოტბა შეასხეს წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს და სხვადასხვა კუთხის საშემოდგომო ტრადიციები გააცოცხლეს. ბავშვებმა, დამრიგებლებთან ერთად, ჩურჩხელებიც ამოავლეს.
იხილეთ ფოტოები: