„ოქროს შემოდგომა“ -  ეშტიის N1 საჯარო სკოლის ერთიანობის, სიყვარულისა და ტრადიციების ზეიმი
10-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფერონებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა. 

24 ოქტომბერს​, სკოლაში ტრადიციად ქცეული ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ გაიმართა. 

ღონისძიებაში 1-ელი-მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს. 

„ოქროს შემოდგომა“ კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი სკოლის ერთიანობის, სიყვარულისა და ტრადიციების ზეიმი. სცენაზე თითქოს თვითონ ბუნებაც ჩამოვიდა სტუმრად, აქ თითოეული დეტალი სიყვარულითა და შრომით შექმნილ ნამდვილი ზღაპარს ჰგავდა. დღესასწაულმა გააერთიანა პოეზია, მუსიკა, სიმღერა, ცეკვა და გამოცანები, რითაც ბავშვებმა შემოდგომის სილამაზე და შრომის მნიშვნელობა.

ამ დღეს ყველამ ერთად - დირქციამ, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა - შევქმნით სითბოთი და ემოციებით სავსე დღესასწაული, ეს დღე გახდა ოცნებების დასაწყისი და ერთიანი ოჯახის კიდევ ერთი ნათელი მოგონება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203