ხამისქურის საჯარო სკოლის დირექტორი და ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი მზია ჟვანია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა 
10-11-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის დირექტორი და, ამავე დროს, ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი მზია ჟვანია პროფესიულ განვითარებას არასდროს წყვეტს, აქტიურად ეცნობა ინოვაციებს, საერთაშორისო საგანმანათლებლო სიახლეებსა და ახალ გამოწვევებს, აზიარებს ცოდნასა და საუკეთესო გამოცდილებას. 

18–19 ოქტომბერს, სკოლის დირექტორი იმყოფებოდა საერთაშორისო კონფერენციაზე თურქეთში, კერძოდ, იზმირში.

პროექტი განხორციელდა The Mosaic Project-ის ფარგლებში და მიმდინარეობდა დისტანციურად ერთი წლის განმავლობაში. ის მიზნად ისახავდა ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და კულტურათაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობის გაღრმავებას.

პროექტში მონაწილეობდნენ ქართველი, თურქი და უკრაინელი ინგლისური ენის მასწავლებლები, რომლებმაც ერთად იმუშავეს ინოვაციურ სასწავლო მიდგომებზე და გამოცდილების გაზიარებაზე.

პროექტი სრულად მხარდაჭერილი იყო The Mosaic Project-ის მიერ და სრულად დაფინანსებული იყო აშშ-ს მთავრობის გრანტით, Regional English Language Office, U.S. Embassy, Türkiye-ს მიერ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203