ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, ფრენბურთში წარმატებით იასპარეზა
10-11-2025

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებულია, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, სკოლის მე-8 და მე-9 კლასელი გოგონების ფრენბურთის გუნდმა წარმატებით იასპარეზა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში. 

მოსწავლეებმა II საპრიზო ადგილი დაიკავეს და სიგელები გადაეცათ.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება. სკოლის დირექცია და პედაგოგები გოგონებს წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203