ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მწერლებს უმასპინძლეს
10-11-2025

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულ სტუმრებს უმასპინძლეს. 

სოფელში ჩავიდნენ და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ მწერლები: ნანა ქარდავა, მარი ჩაკვეტაძე, ბადრი სულაძე, გივი ჩიღვინაძე და ედუარდ უგულავა, რომლებიც რიგით მეხუთე ლიტერატურულ მარათონში - „თუთა-2025“ მონაწილეობის მისაღებად იყვნენ წალენჯიხაში (ფესტივალის ორგანიზატორი მარინე შანავა , თანაორგანიზატორი მანანა შანავა).

ლიტერატურული ფესტივალი „თუთა- 2025“ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

„მოსწავლეთათვის მწერალთა სტუმრობით შემოდგომის მზით განათებული დღე კიდევ უფრო გაბრწყინდა“,-გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ შეხვედრა ბავშვებისთვის მეტად შთამბეჭდავი და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

სტუმრები მოსწავლეებს წარუდგინა მოსწავლეთა სახლის დირექტორმა - მარინე შანავამ. მათ პატარებს და მათ პედაგოგებს წაუკითხეს ლექსები. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ გივი ჩიღვინაძის მიერ შექმნილი რითმგამოცანების პასუხების ძიებაში. იხალისეს ედუერდ უგულავას მიერ წაკითხული საკუთარი სახალისო, საბავშვო ლექსების მოსმენით. ინტერესით მოუსმინეს -  ნანა ქარავას და მარი ჩაკვეტაძეს, ბადრი სულაძეს.

სტუმრებს მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ეკატერინე ლუკავამ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203