
27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ გამორჩეულ თარიღს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეები პედაგოგების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და საყვარელ მასწავლებლებს გულთბილი სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს პროფესიული დღე და სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს. ასევე მადლობა გადაუხადეს ერთგულების და იმ დაუღალავი შრომისთვის, რასაც მათ სწავლა-განათლებაში დებენ.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: