„საქართველოს საბანკო სისტემის ეტაპები“ - ქუთაისის N26 სკოლის მოსწავლეებმა ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სახლ- მუზეუმში საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
10-11-2025

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წლისთავისა და ეროვნული ბანკის დღის აღსანიშნავად, შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.

სკოლის მოსწავლეებს ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სახლ- მუზეუმმა (ხელმძღვანელი კონსტანტინე ლორთქიფანიძე) უმასპინძლა.

ნიკო ლორთქიფანიძის ძმა იასონ ლორთქიფანიძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ბანკირი იყო, ამიტომ ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი შარლოტა გეგეჭკორი) მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე - „საქართველოს საბანკო სისტემის ეტაპები“. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ზირაათ ბანკის“ მენეჯერი ბექა ინანეიშვილი, „გლობალ კრედიტის“ მმართველი თემურ ნიკოლაძე, „ლიბერთი ბანკის“ წყალტუბოს ფილიალის თანამშრომლები - გოჩა ქარდავა, ნინო ჯიქია, საქართველოს საბანკო ასოციაციის დიპლომირებული „საპატიო ბანკირი“ რევაზ რობაქიძე და ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო უგლავა.

პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა საკითხის სიღრმისეული ცოდნა წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203