
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა.
სკოლაში ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
სხვადასხვა ხილით მორთულ კუთხესთან მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას სახალისო ნომრებიც წარუდგინეს, ასევე თავიანთი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები.
ღონისძიებამ სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალა. ბავშვებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წამატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: