
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ გასვლით ღონისძიებებს, როგორც ეფექტურ სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, VIIIა კლასის მოსწავლეები, პედაგოგ რუსუდან ხობუას ხელმძღვანელობით მთაწმინდის პანთეონს სტუმრობდნენ, სადაც ლიტერატურული კომპოზიციები გამართეს და სახელოვან წინაპართა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ოქროსფერი მზის სხივებითა და რაღაცნაირად ღვთიური ნათლით მოსილი შეგვეგება მთაწმინდა - სავანე მათი, რომლებიც ყველაზე კარგნი გვყვანდნენ! და ჩვენ, მე, ჩემმა სადამრიგებლო კლასის ( VIIIა) 29 მოსწავლემ, მათმა მშობლებმა კიდევ ერთხელ გავაცნობიერეთ, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობა ერის სულის უდიადესი გამომხატველია და რომ მათი და ზოგადად, ქართული კულტურის მიმართ პატივისცემა, სიყვარული და სიამაყე თითოეული ჩვენგანის პირდაპირი მოვალეობაა!!! ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, გიორგი ლეონიძის, ტიციანის სიმბოლურ საფლავთან გავმართეთ ლიტ. კომპოზიციები. ქუთაისური 100 ვარდით შევამკეთ თითოეულის საფლავი. ეს დღე ნამდვილად შეუწყობს ხელს „ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული შემოქმედებითი პიროვნების ჩამოყალიბებას!“,- აღნიშნავს პედაგოგი რუსუდან ხობუა და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო გასვლით ღონისძიებას ჰპირდება.
იხილეთ ვიდეო