
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამედიცინო ცოდნას საკლუბო მუშოაობის ფარგლებში დაეუფლებიან.
სკოლაში დაფუძნდა კლუბი „ბიომედი“, რომელიც სოფიკო კვერნაძის ინიციატივით შეიქმნა.
კლუბში ჩართულნი არიან მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბის სახელწოდება სიმბოლურია - „ბიო“ ნიშნავს ცოცხალს, ხოლო „მედი“ - მედიცინას, რაც ჩვენს საქმიანობას ზუსტად გამოხატავს.
კლუბის მიზანია მოსწავლეებში მედიცინისადმი ინტერესის გაღვივება, მედიცინის ძირითადი საკითხების შესწავლა და საინტერესო პრაქტიკული აქტივობების შესრულება.
პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისწავლეს ხელების სწორად დაბანა, გაეცნენ პირველადი დახმარების ნივთებს და ისაუბრეს ჰიგიენის მნიშვნელობაზე.
მოსწავლეები იყვნენ აღჭურვილი ერთჯერადი ხალათით, ბახილებით, პირბადით, ქუდით, სათვალითა და ხელთათმანებით, რამაც აქტივობას პროფესიული იერი შესძინა.
შეხვედრა იყო საინტერესო, ინტერაქტიული და შემეცნებითი.
იხილეთ ფოტოები: