ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეთა გუნდი FinQuest ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
12-11-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში.

ახლახან, სკოლის მოსწავლეთა გუნდმა - FinQuest, მარიამ მაწკეპლაძის ხელმძღვანელობითა და ელისო მაწკეპლაძის მენტორობით, მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონკურსში „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკი და „ფინედუ“. (მხარდამჭერები: ბაზისბანკი, თიბისი ბანკი, საქართველოს საბანკო ასოციაცია).

კონკურსის ფარგლებში მიღებული ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა და პირობების თანახმად, გამოვლინდა 5 ფინალისტი გუნდი, მათ შორის იყო ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი FinQuest - ზურა დათიაშვილის, სალომე ეჯიბიას, დარეჯან გელენიძისა და თამარ ცეცხლაძის შემადგენლობით.

ფინალისტებმა საკუთარი ნამუშევრები 17 ოქტომბერს წარადგინეს ჟიურის ფინალურ ღონისძიებაზე და დაიმსახურეს სერტიფიკატები, სამაგიდო თამაშების ნაკრები და საჩუქრები მხარდამჭერი ორგანიზაციებისაგან.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203