ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კლუბი იწყებს მუშაობას
11-11-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები ყალბი და ჭეშმარიტი ინფორმაციის გარჩევას საკლუბო მუშაობის ფარგლებში ისწავლიან. 

სკოლაში მუშაობას იწყებს მედიაწიგნიერების კლუბი, რომლის კურატორები არიან:

  • მაია დვალი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ნანა მარღანია - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • ქეთევან კუბლაშვილი - ინგლისური ენის მასწავლებელი.

კლუბში მოსწავლეები დაეუფლებიან მედიაწიგნიერების უნარებს, როგორიცაა:

  • კრიტიკული აზროვნება;
  • ინფორმაციის ანალიზი და შეფასება;
  • ჭარბი საინფორმაციო ნაკადიდან საჭირო ინფორმაციის გამოყოფა;
  • ახალი მედია ტექსტების შექმნა/გავრცელება.

„თანამედროვე მოზარდები უწყვეტი საინფორმაციო ნაკადის გარემოცვაში იზრდებიან. ისინი სოციალური ქსელების და ინტერნეტრესურსების აქტიური მომხმარებლები არიან. სწორედ ამიტომ, მოზარდის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი კომპეტენცია მედიაწიგნიერებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და კლუბის შექმნის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

კლუბში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა გაწევრიანების მსურველებთან და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებთან, მოხდა კლუბის კონცეფციისა და მედიაწიგნიერების საფუძვლების გაცნობა.

კლუბში მოსწავლეთა მიღება გრძელდება, გაწევრიანება შეუძლია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203