ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით, ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს ესტუმრნენ
11-11-2025

მუზეუმი ცოდნის თვალსაჩინო წყაროა და დიდი საგნმანათლებლო და კულტურული მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად სასწავლო პროცესის გამდიდრების მიზნით, ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები გასვლით ღონისძიებებს ხშირად მიმართავენ. 

ახლახან, სკოლის IV კლასის მოსწავლეები (კლასის დამრიგებელი - სოფო კვერნაძე) „მე და საზოგადოების“ მასწავლებლის - ნანა ყურუას ხელმძღვანელობით, სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს ესტუმრნენ. მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმში დაცულ საუკუნოვან ფოტოებს და ნივთებს.

მუზეუმში დაცულია 5000-მდე ფოტოსურათი, 300 000 ფოტონეგატივი და კინომასალა, სადაც ასახულია ქალაქ ქუთაისის ისტორია და თანამედროვეობა.

მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203