
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯაროს სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, სკოლის ინგლისური ენის კლუბი - Beam With Books მონაწილეობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კლუბის მიერ ორგანიზებულ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის დღეებს და მიზნად ისახავდა ევროპული ისტორიისა და კულტურის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
ჩატარდა სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი კონკურსი, მათ შორის ევროპული ვიქტორინა, რომელიც ემსახურებოდა ევროპის და მისი ისტორიის უკეთ გაცნობას.
„ერთად აღვნიშნეთ ევროპული ერთიანობის კულტურული მრავალფეროვნებისა და საერთო ღირებულებების მნიშვნელობა!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.