
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში ხალისით შეაბიჯეს.
პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დაიწყეს. საანბანო პერიოდის დაწყება პედაგოგმა მაკა ჭელიძემ პატარებს დღესასწაულად უქცია.
პატარებმა, სიხარულით თვალებანთებულებმა მიიღეს თავიანთი პირველი დიდი მეგობარი - ქართული ანბანი.
ზღაპრულად, სიყვარულითა და სითბოთი შეუძღვა მასწავლებელი პატარებს ასო-ბგერების სამყაროში, სადაც იწყება სწავლა, აღმოჩენა და ოცნებები.
მოსწავლეები არაერთ სახალისო, სასწავლო-შემეცნებით თუ საზეიმო აქტივობაში ჩაერთნენ და პირველი ასო-ბგერები ხალისით მოხაზეს.
სკოლაში პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება დიდი სიყვარულით მოულოცეს და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ.
„მათ ცხოვრებაში ახალი გვერდი გადაიშალა - გზა ცოდნისა და სიბრძნისაკენ. გილოცავთ, პირველკლასელებო! გისურვებთ აღმოჩენებითა და ინოვაციებით აღსავსე წელს თქვენს ენერგიულ, თბილ და საყვარელ მაკა მასწავლებელთან ერთად!“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: