ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის, წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოების დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტზე ვრცელდება.
დოკუმენტით განისაზღვრა, რომ თერჯოლის „მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა სასწავლო-საგანმანათლებლო საერთაშორისო ოლიმპიადაში, საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსში და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის/ოლიმპიადის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული“, მიიღებს ფულად ჯილდოს - 1500 ლარს.
დადგენილება იხილეთ ბმულზე.