
გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
აღსანიშნავია, პირველკლასელთა საშემოდგომო ღონისძიება, რომელიც მასწავლებლების - სევდა შახვერდიევასა და თამარ ღვინჯილიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები და ხოტბა შეასხეს შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან ღონისძიებამ სასიამოვნო და ემოციები აჩუქა როგორც სასკოლო საზოგადოებას ისე მოსწავლეებს, რომელთაც დრო მატად სახალისოდ და იმავდროულად ნაყოფიერად გაატარეს.
„ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ. ამ სიხარულმა ისინი სკოლასთან კიდევ უფრო დააახლოვა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: