ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
07-11-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში 28 ოქტომბერს  გაიმართა ულამაზესი  და ემოციებით დატვირთული  ღონისძიება, რომელიც დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის და პედაგოგის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების 185-ე წელს მიეძღვნა.

მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დიდი სიყვარულით და მონდომებით წარმოადგინეს საინტერესო პროგრამა. მეოთხე კლასის მოსწავლეები - მართა ტაბატაძე, ბარბარე გრიგალაშვილი, მარიამ  ბარბაქაძე, მირიან ტაბატაძე და გაბრიელ კვიჟინაძე სასკოლო საზოგადოების წინაშე იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიული ცნობებით წარდგნენ და საინტერესოდ ისაუბრეს საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. 

მე-3 კლასელებმა - გაბრიელ გრიგალაშვილმა, გაბრიელ ნოზაძემ, ბარბარე ციცქიშვილმა და თორნიკე კვიჟინაძემ გაითამაშეს ინსცენირება იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან - „წიგნი ვის ეკუთვნის“, ხოლო მე-2 კლასელებმა:  ნუცა გაფრინდაშვილმა და დემეტრე ნოზაძემ მოთხრობიდან - „სირცხვილი აიცილა“.

ღონისძიებაზე ერთმანეთს ცვლიდა ლექსი და სიმღერა, სადაც წიგნისა და ქართული სიტყვისადმი სითბო და სიყვარული იგრძნობოდა.

ღონისძიება მართლაც დაუვიწყარი იყო, ბავშვები ცდილობდნენ თავიანთი მონაწილეობით  სიყვარული  და პატივისცემა გამოეხატათ იმ დიდი ადამიანისათვის რომელმაც, საყვარელი „დედაენა“  გვისახსოვრა.

 ღონისძიება პედაგოგების - ელისო ფერაძის, დოდო კვიჟინაძის, ლალი ტაბატაძის, რუსუდან მაჭარაშვილის  ხელმძღვანელობით წარიმართა.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203