ლინდა მალალი ჰანთის ნოველით შთაგონებული მასწავლებელი და ჟდანოვის საჯარო სკოლის​ მე-10 კლასელ​თა ქართლი ენის შთამბეჭდავი გაკვეთილი 
07-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენის გაკვეთილები მეტად საინტერესო. ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილებს სასწავლო მეთოდებითა და აქტივობებით უმრავალფეროვნებს

ახლახან, მე-10 კლასელებმა გაიარეს ნაწყვეტი ლინდა მალალი ჰანთის ნოველისა - „თევზი ხეზე“.

წიგნის მთავარი გმირის, ელის ყოველდღიურობა სკოლაში მხოლოდ პრობლემებსა და ტკივილს უკავშირდება. ყველაფერი იცვლება მაშინ, როდესაც ელის ცხოვრებაში ჩნდება ახალი მასწავლებელი - მისტერ დენიელსი.

ნოველამ მასწავლებელი მერი ნერსესიანი შთააგონა მოსწავლეებისთვის მიეცა საინტერესო დავალება. 

„ტექსტის გააზრების შემდეგ, სურვილი გამიჩნდა, მისტერ დენიელსის მსგავსად, მეც დამევალებინა მოსწავლეებისთვის საყვარელი ნივთების მოტანა, რათა უკეთესად გაგვეცნო ერთმანეთი. სახალისო აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები ისაუბრებდნენ თუ რატომ არის ეს ნივთი მათთვის მნიშვნელოვანი და რა როლს თამაშობს მათი ცხოვრებაში“,- გვიყვება მერი ნერსესიანი და დასძენს, რომ ამ პროცესმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა უკეთ გაცნობას, მათი ინტერესებისა და ფასეულობების გაგებას, და შექმნა კომფორტული, მეგობრული სასწავლო გარემო.

„გაკვეთილის დროს მეც გავაცანი ჩემი საყვარელი ნივთი, რაც მოსწავლეებთან უფრო ახლო და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დამეხმარა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროცესში, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი ნივთები, გაიმართა საინტერესო დიალოგიც“,- ამბობს მასწავლებელი, რომლის გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სახალისო, შემოქმედებითი და მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203