
საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუნით ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში... სამტრედიის მუნიციპალიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ არც ერთ სკოლაში არ დაფიქსირებულა მსგავსი შემთხვევა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება
„საზოგადოებაში შექმნილი წუხილის ფონზე, რაც სკოლებში მუნის გავრცელების საშიშროებას ეხება, გთხოვთ, იცოდეთ:
სამტრედიის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში ყოველდღიურად ტარდება შენობების დეზინფექცია, სადაც არის ექიმი ან ექთანი.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ჯანმრთელობის მონიტორინგს.
მოგახსენებთ, ამ დროისთვის სამტრედიის არცერთ სკოლაში მუნის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
სკოლები აგრძელებენ მშობელთა ინფორმირებას და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მკაცრ დაცვას“.