
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი სიღმისეულ სწავლებასა და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას მოიაზრებს და მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა.
6 ნოემბერს, ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა - ნინო აღაპიშვილმა წარმოადგინა პროექტი თემაზე - „დმანისელი ადამიანი - პირველი ევროპელი“.
პროექტის ფარგლებში VII კლასის მოსწავლეებმა (3 მოსწავლე) სასკოლო საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია და ვარაუდები თუ სად გაჩნდა პირველად ადამიანი, ისაუბრეს განვითარების გზასა და, რა თქმა უნდა, განიხილეს დმანისელ ადამიანებზე, როგორც პირველ ევროპელებზე.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: