
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა, წიგნიერების სამყაროში დიდი სიყვარულით შეუძღვა და პატარებს არაერთი საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი, საზეიმო თუ სახალისო აქტივობა შესთავაზა. ბავშვები პირველ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს.
პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს. „აი ია-ს ზეიმი“ მათთვის დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა.
იხილეთ ფოტოები: