
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ტური მოეწყო.
29 ოქტომბერს, სკოლის VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, სასწავლო-შემეცნებითი პროექტის ფარგლებში, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.
მუზეუმის დათვალიერების შემდეგ გაიმართა ღონისძიება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილისა და სხვა ქართველი მწერლების შემოქმედება. ღონისძიებას ესწრებოდა მუზეუმის ადმინისტრაცია, დირექტორი ქეთი ბერკაცაშვილი, რომელმაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დიდი სითბო და სიყვარული აჩუქა მოსწავლეებს.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ მადლობის სიგელები.
მუზეუმის შემდეგ მოსწავლეები რანჩო ვარიანს ესტუმრნენ და მოიხიბლნენ რანჩოს სილამაზითა და გულთბილი მასპინძლობით. ასევე მოინახულეს ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის ტაძარი.
ეს დღე იყო დატვირთული შემეცნებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
როგორც პროექტის ორგანიზატორი კონსულტანტ-მასწავლებელი ნინო ზაქარიაძე აღნიშნავს პროექტის მიზანი იყო არაქართულენოვანი მოსწავლეების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში, ასევე შემეცნება.
„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის შაუმიანის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ჯულიეტა საგატელიანს. კოლეგებს - რუსუდან ქობლიანიძეს, ვიოლეტა სარქისიანს, ირინა ჩობანიანს. მშობლებს, კლასის დამრიგებლებს და ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებს“,- აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები: