იაღუფლოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელებს ხელოვნების გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ 
07-11-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესს საინტერესო მეთოდებითა და აქტივობებით უმრავალფეროვნებენ

ახლახან, მე-4 კლასელებს ხელოვნების გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ.

მოსწავლეებმა დააკვირდნენ ბუნების სილამაზეს და იგი საკუთარ ნამუშევრებში ასახეს. გაკვეთილის დროს ბავშვებმა გამოავლინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები და იგრძნეს ფერთა და ბუნების ჰარმონია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი ღია გაკვეთილები მოსწავლეებში ზრდის ინტერესს ხელოვნების მიმართ, ასწავლის მათ ბუნების სიყვარულს და მისი დაცვის მნიშვნელობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203