„წიგნმა მითხრა, წიგნით ვიცით!“ - ნაბახტევის საჯარო სკოლაში, სასკოლო ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
07-11-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

28 ოქტომბერს, ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასკოლო ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება, დევიზით - „წიგნმა მითხრა, წიგნით ვიცით!“.

ღონისძიებას უძღვებოდნენ მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ფაფაკერაშვილი და მე-9 კლასის ხემძღვანელი -  მაია რიჟამაძე.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ  მე-3 (ხელმძღვანელი ანა ხმალაძე) და მე-4 კლასების მოსწავლეები (ხელმძღვანელი ​ლელა მჭედლიძე).

მოსწავლეებმა თემატიკიდან გამომდინარე შეასრულეს სიმღერები.

ღონისძიების წამყვანებმა ისაუბრეს ბიბლიოთეკების შექმნაზე საქართველოში, თუ როგორ შეუპოვრად იბრძოდა ქართველი ხალხი მომავალი თაობის სწავლისა და წიგნიერებისათვის. როგორ იქმნებოდა 1879 წელს კერძო ინიციატივითა და სახსრებით სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოები.  აღნიშნეს ამ დიდ საქმეში დიდი ქართველი მოღვაწეებისა და მწერლების ღვაწლი.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

სკოლის დირექტორმა, ელზა მაისურაძემ  ხელოვნების პედაგოგ ანა ღამბარაშვილს, ღონისძიების ორგანიზატორს მუსიკის მასწავლებელ მაია რიჟამაძესა და ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203