
ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა, რომელშიც IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თამაში გამოირჩეოდა დაძაბული და საინტერესო კითხვებით, გუნდური სულისკვეთებითა და მეგობრული ატმოსფეროთი.
მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნების უნარი და სწრაფი რეაქცია სხვადასხვა სფეროში.
აღსანიშნავია, რომ თითოეულმა გუნდმა დიდი მონდომება და ენერგია ჩადო გამარჯვებისთვის ბრძოლაში.
„გილოცავთ ყველა მონაწილეს - თქვენ ნამდვილად დაამტკიცეთ, რომ სწავლა შეიძლება იყოს არამარტო საჭირო, არამედ საინტერესო და მხიარული“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კონკურსის შემდეგ ეტაპზეც წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: