
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
შემოდგომის კვირეულის ფარგლებში, ჩვენი სკოლის ეზოში მოეწყო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა ფერებით გააცოცხლეს ბუნების სილამაზე - შექმნეს ფერწერული ტილოები, დაამზადეს დეკორაციები: გოგრის, ყურძნის, ბროწეულის და სხვ.
ნამუშევრები განთავსდა სკოლის ეზოში, ნეკერჩხლის ფოთლებით მოფენილ სივრცეში.
მთლიანობაში, კვირეული გადაიქცა შემოქმედებით დღესასწაულად, რომელმაც გააერთიანა ხელოვნება და ბუნების მშვენიერება.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მადლობას უხდიან ყველას ვინც ღონისძიების მომზადებაში იყო ჩართული.
„დიდი მადლობა ყველას შესანიშნავი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე: