
ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო პროექტში.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელში“ მიპოვეს წარმატება.
კონკურსი ისტორიაში, სახელწოდებით -„დიდგორელი“ 1-ელ ნოემბერს ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა. კონკურსში წარმატებით იასპარეზეს და მე-3 ეტაპზე გადავიდნენ ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები:
1. ანა დევდარიანი (IX კლასი);
2. მარიამ მენთეშაშვილი (IX კლასი);
3. თეკლა ტვილდიანი (VIII კლასი);
4. თეონა გოგებაშვილი (VIII კლასი);
5. ნინო ქვარიანი (VIII კლასი);
6. ნინო გარუჩავა (VII კლასი).
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდეგ ეტაპზე გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.