​კრწანისის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, პინოქიოს როლი მოირგეს
07-11-2025

​გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო მეთოდებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ

აღსანიშნავია, მე-2 კლასელთა საინტერესო პროექტი, რომელიც როლური თამაშის გამოყენებით განხორციელდა.

ახლახან, მოსწავლეებმა საპროგრამო მასალით კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალის“ ერთ-ერთი თავი გაიარეს, რის შემდეგაც პედაგოგმა მათ შემოქმედებითი აქტივობა შესთავაზა - მე-2 კლასელებმა ზღაპრის მთავარი გმირის როლი მოირგეს და თანაკლასელების შეკითხვებსაც უპასუხეს.

„II ა კლასის მოსწავლეებმა პროექტის პრეზენტაციისას მშვენივრად მოირგეს პინოქიოს როლი, საუბრობდნენ საკუთარ თავზე, აზრებზე, მიზნებსა და ინტერესებზე; ხალისითა და მონდომებით პასუხობდნენ მეგობრების მიერ დასმულ კითხვებს. ჩემი პინოქიოები“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ახარებთ მე-2 კლასელთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203