„მომავალი თაობის ხელით შექმნილი მწვანე სივრცე“​ - ლემშვენიერას საჯარო სკოლის პედაგოგმა - ლია ავალიანმა, მოსწავლეებთან ერთად, გამწვანების აქცია მოაწყო
07-11-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ლია ავალიანმა, მოსწავლეებთან ერთად მნიშვნელოვანი და კეთილშობილური აქცია განახორციელა.

პროექტის - „მომავალი თაობის ხელით შექმნილი მწვანე სივრცე“, ფარგლებში, მათ მონაწილეობა მიიღეს გარემოს გამწვანებაში.

აქციის ფარგლებში, ლია მასწავლებელმა საკუთარი ხარჯებით შეძენილი ნერგები დარგო.

ეს ფაქტი განსაკუთრებულ ხაზს უსვამს მასწავლებლის პიროვნულ ჩართულობას და მოტივაციას.

პროექტის მიზანზე საუბრისას სკოლაში გვეუბნებიან, რომ „მომავალი თაობის ხელით შექმნილი მწვანე სივრცე“ მოწოდებულია, ასწავლოს ახალგაზრდებს პატივისცემა ბუნების მიმართ და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ურბანული გარემოს შექმნას.

სკოლაში მადლობას უხდიან სამოქალაქო განათლების მასწავლებელს საინტერესო ინიციატივისთვის, მოსწავლეებს კი ჩართულობისთვის. 

„დიდი მადლობა ლემშვენიერას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ლია ავალიანს! თქვენი ქმედებით თქვენ არა მხოლოდ გაამწვანეთ ახლად რეაბილიტირებული პირველი საბავშვო ბაღის სივრცე, არამედ პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარეთ მოსწავლეებს გარემოს დაცვის, პასუხისმგებლობისა და მომავალზე ზრუნვის შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203