
დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკა სახალისოა.
ახლახან, სკოლაში მათემატიკის კვირეული გაიმართა თემაზე - „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“. კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, მათემატიკის პრაქტიკული მნიშვნელობის ჩვენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე თანამშრომლობისა და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა.
კვირეული 20 ოქტომბერს გაიხნა აქტივობით - დღის ამოცანის ამოხსნა.
21 ოქტომბერს ლოგიკისა და საზრიანობის დღე მოეწყო და გაიმართა აქტივობები:
• ლოგიკური ამოცანის ამოხსნა;
• მე-7 კლასში კი ჩატარდა საგაკვეთილო ვიქტორინა.
22 ოქტომბერს მათემატიკის ისტორიის დღე იყო და მიეძღვნა:
• დღის ამოცანის ამოხსნას;
• მე-5 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „ბუნებრივი რიცხვები“.
23 ოქტომბერი შეჯიბრების დღეა. ამ დღის პროგრამა შემდეგია:
• დღის ამოცანის ამოხსნა;
•მე- 8ა და მე-8ბ კლასებში ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა.
კვირეული პარასკევს დაგვირგვინდა. 23 ოქტომბერს აღმოჩენების დღე ეწოდა.
• ამ დღეს გაიმართა კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა და
• გამარჯვებულთა დაჯილდოება.
კვირეული მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: