„ერთად ვშრომობთ, ვსწავლობთ, ვერთობით“-ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის ერთადერთი პირველკლასელისთვის სასწავლო პროცესი სახალისო შემეცნებითი თავგადასავალია
07-11-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის ერთადერთი პირველკლასელისთვის სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად გაჯერებულია სახალისო აქტივობებით, რომლებიც მიმართულია მისი მრავალმხრივი განვითარებისკენ. 

პატარა წელს წერა-კითხვას სწავლობს, ბევრი, სუფთად და ლამაზად რომ წეროს, პედაგოგი ლალი მურადაშვილი მოტორული უნარების გასავითარებლად, არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობს. 

„ჩემი ბაბი, ჩემი მხოლოდ ერთი პირველკლასელი, ერთად ვშრომობთ, ერთად ვსწავლობთ, ერთად ვერთობით. 

პირველკლასელისთვის გასავითარებელი უნარებია: წერა, კითხვა და მოტორიკა. პირველკლასელისთვის უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ აკადემიური უნარები (როგორიცაა წერა და კითხვა), არამედ მოტორული და სოციალურ-ემოციური მზაობაც სკოლისთვის. მოტორიკა (განსაკუთრებით ნატიფი) კი უშუალო კავშირშია წერა-კითხვის წარმატებით ათვისებასთან“,- აღნიშნავს პედაგოგები და მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203