ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
07-11-2025

სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, საშემოდგომო ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალა. 

„ისევ მოვიდა მშვენებით სავსე,

რა ლამაზია ეს ფერთა კრთომა.

მიყვარს, არ ვიცი რად მიყვარს ასე,

რად მიყვარს ასე ეს შემოდგომა!” - ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას, რომელმაც არაერთი საზეიმო ნომერი გააერთიანა. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს შემოდგომის სილამაზესა და მრავალფეროვნებას, თეატრალური წარმოდგენებით გააცოცხლეს ლიტერატურული თუ ანიმაციური გმირები და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა საგანგებოდ ამ დღისთვის მოწყობილმა დეკორაციებმა

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203