სკოლებში შემოწმებები ბრუნდება (?) - ვის ეხება ინიციატივა
06-11-2025

„კარგია, თუ სკოლებში პროფილაქტიკურ შემოწმებას დავაბრუნებთ. ეს იქნება კიდევ ერთი პრევენციული ღონისძიება არა მარტო ჯარის მზაობისთვის, არამედ სპორტში ჩასართავად“ - ინიციატივა დეპუტატ ლადო კახაძეს ეკუთვნის.

მან განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია სკოლიდან „როგორც განათლებული, ასევე ფიზიკურად საღი და ქვეყანაზე მზრუნველი ახალგაზრდა წამოვიდეს...“ მონაცემები კი, მოსწავლეთა ფიზიკური თუ მენტალური მზაობის შესახებ, ექნება სკოლის ექიმს:

„საგანმანათლებლო სისტემაში პროფილაქტიკური შემოწმების დანერგვით, ნაკლები საქმე ექნებათ იმ კომისიებს, სადაც შეიძლება, ესა თუ ის პათოლოგია აღმოჩნდეს - ექიმის პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება მონაცემი ბავშვის ფიზიკური და მენტალური მზაობის თაობაზე“, - დასძინა კახაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203