„ტექსტი და მისი კინოვერსია“ - საქობოს საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
06-11-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა სიღმისეულ სწავლებასა და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას მოიაზრებს, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი სახელწოდებით - „ტექსტი და მისი კინოვერსია“, რომლის თემა იყო - „ფესვები“.

პროექტს პედაგოგი ნინი სესიტაშვილი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა შეისწავლეს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა - „მიწის ყივილი“ და უყურეს გუგული მგელაძის ფილმს - „ფესვები“.

მე-9 კლასელებმა ისაუბრეს მათ შორის კავშირსა და განსხვავებაზე, გაავლეს პარალელები ფილმსა და ნაწარმოებს შორის.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ისაუბრეს:

  • თუ რამდენად უწყობს ხელს ნაწარმოების თემის გაშლას კინოფილმის მუსიკა, კამერის კუთხე… რა შთაბეჭდილებას ახდენს ის მაყურებელზე?;
  • რამდენად შეიცვალა ფილმის სცენარში მიხეილ ჯავახიშვილის ტექსტის სიუჟეტი, კომპოზიცია, პერსონაჟის ბიოგრაფია; რა ახალი დეტალები დაემატა მას… ვინაა მთხრობელი მოთხრობაში და ვინ ჩაანაცვლა იგი სცენარში?;
  • სად და როგორ იკვეთება ფილმში კინოენისათვის დამახასიათებელი ჟანრული სპეციფიკა-ჩვენება თხრობის ნაცვლად;
  • რამდენად და როგორ გააღრმავა ფილმის ნახვამ ნაწარმოების თემის თქვენეული აღქმა/გააზრება;
  • როგორ აფასებთ რეჟისორის ინტერპრეტაციას?

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა როგორც მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის მთავარი სათქმელი, ისე მისი ეკრანიზაცია სიღრმისეულად გაიაზრეს და გაანალიზეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203