ფახულანის თემის N1 სკოლის მე-8 კლასელებს მათემატიკისა და ისტორიის ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
06-11-2025

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ

აღსანიშნავია, მე-8 კლასში, მათემატიკისა და ისტორიის ინტეგრირებით ჩატარებული გაკვეთილი, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემების ურთიერთკავშირის აღსაქმელად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა შეძლეს ქორონიკონის მიხედვით წლების მოქცევებში გადაყვანა, გაშიფრეს ისტორიულ წყაროებში ქორონიკონით აღნიშნული თარიღები, ისაუბრეს ქართული ანბანის და ნუმერაციის ურთიერთკავშირზე.

სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და ამასთანავე სახალისო აღმოჩნდა. მე-8 კლასელები აქტივობებში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს. 

გაკვეთილს მასწავლებლები - სოფიო კიკორია და ხათუნა ფიფია ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203