სკოლა „ცოდნას“ X კლასის მოსწავლეები  დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ
06-11-2025

სკოლა „ცოდნას“ X კლასის მოსწავლეებისთვის დმანისში შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ტური მოაწყო.

მოსწავლეებმა მოინახულეს დმანისის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც ახლოს გაეცნენ უძველეს ქართულ ისტორიასა და კულტურას. მოსწავლეებმა უამრავი საინტერესო ამბავი გაიგეს დმანისის აღმოჩენებზე და ადამიანთა უძველეს ნაშთებზე.

მუზეუმის დირექტორმა - ჯუმბერ კოპალიანმა, რომელიც „ცოდნელებს“ გულთბილად დახვდა და მათ მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინა, ტურის დასასრულს სკოლას საჩუქრად გადასცა - საავტორო წიგნი თავისივე ხელმოწერით.

სკოლაში მადლობას უხდიან მას გულთბილი მასპინძლობისთვის.

„გმადლობთ, ამ დაუვიწყარი დღისათვის და შთაგონებისთვის!“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203