
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ საინტერესო ცდებისა და პრაქტიკული სამუშაოების დახმარებით სწავლობენ.
მათი სასწავლო პროცესი გაჯერებულია ექსპერიმენტებითა და პრაქტიკული კვლევებით. მოსწავლეები უამრავ საინტერესო ფაქტს თავად იკვლევენ, რაც მათ სასწავლო მოტივაციაზე აისახება.
აღსანიშნავია, მე-6 კლასში ჩატარებული საინტერესო და მეტად შემეცნებითი გაკვეთილი. მე-6 კლასელმა ჩაატარა საინტერესო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის მონაწილეები დააკვირდნენ, როგორი ნივთიერებები გამოიყენეს და რა რეაქცია მიმდინარეობდა მათ შორის.
ექსპერიმენტის დროს გამოყენებული იყო მაწონი და სოდა. მოსწავლეებმა მაწონში ჩაყარეს ცოტა სოდა და შენიშნეს, რომ ნარევი აფუვდა და გამოჩნდა პატარა ბუშტები.
ექსპერიმენტმა მათ აჩვენა, რომ ქიმიური რეაქციები შეიძლება მოხდეს ყოველდღიურ პროდუქტებშიც და მეცნიერება შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი არმინე წარუკიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: