
1840 წლის 27 ოქტომბერს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი და „დედა ენის“ შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი დაიბადა. სწორედ ამ დღეს აღინიშნება საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე.
ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, მუსიკის მასწავლებლის - აიდა ბანდიკიანის, მე-12ა და მე-12ბ კლასების დამრიგებლების - ელენე ლაზარაშვილისა და გულნარა ვართიკიანის ორგანიზებით, ლამაზი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო სასცენო ნომრებით წარდგნენ. მე-12 კლასელებთან ერთად ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ უმცროსკლასელებიც. მათ ლქსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელს და ზოგადად მასწავლებლის პროფესიას.
მოსწავლეებმა საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე შექმნეს და საყვარელ მასწავლებლებს საოცარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: